09 ოქტომბერი, 2017
გვსურს, გამოვეხმაუროთ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ, თითქოს, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საარჩევნო მიზნებისთვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2012 წელს დასრულდა ის დრო, როდესაც ყოველგვარი ზღვარი იყო წაშლილი მმართველი ძალის პარტიულ რესურსსა და ადმინისტრაციულ რესურსს შორის. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო წინა ხელისუფლების პირობებში იმ დაწესებულებების პოლიტიზება, რომელთა ფუნქცია ბავშვების აღზრდასა და განათლებაზე ზრუნვაა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურებაა საჯარო დაწესებულებების, მათ შორის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დეპოლიტიზება და ამ მიღწევას ჩვენ განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით.